ბათუმში სანაპიროს დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს
ბათუმში სანაპიროს დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს

ზაფხულის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, ბათუმი-სარფი-გონიოს სანაპიროზე ჩამავალ ყველა მდინარეზე სპეციალური დამჭერი ბადეები მონტაჟდება, რომელიც ზღვის შესართავისკენ მყარი ნარჩენების გადინებას აფერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად მიმდინარეობს სანაპიროს დასუფთავების სამუშაოებიც, რომელსაც ბათუმის სანიტარული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფენ.

ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ გარემოს და ნუ დაანაგვიანებენ სანაპიროს.