ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში ქალაქის ქუჩების კურთხევის ცერემონია მიმდინარეობს
ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში ქუჩების კურთხევის ცერემონია მიმდინარეობს. მღვდელმსახურებმა და მრევლმა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს მსვლელობა.
„უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, მოვივლით ყველა ქუჩას, ვაკმევთ საკმეველს და მოვასხამთ ნაკურთხ წყალს. ეს იქნება ვირუსთან ბრძოლის ჩვენი ერთგვარი გამოხატულება“, – განაცხადა დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა.