ბათუმში 50 წლის ქალი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ქალის დაჭრაში ბრალდებული მისი შვილია.
„ქალი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში გადავიყვანეთ საავადმყოფოში. ჩემთვის უცნობია სხვა დეტალები. შვილი გაქცეულია“, – განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.