ბათუმში ქალი დაჭრეს – არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მისი შვილია

00:23, 29.09.2018

ბათუმში 50 წლის ქალი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, ქალის დაჭრაში ბრალდებული მისი შვილია.

„ქალი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში გადავიყვანეთ საავადმყოფოში. ჩემთვის უცნობია სხვა დეტალები. შვილი გაქცეულია“, – განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.

მსგავსი