ბათუმში მოხუცებულთა თავშესაფრის 100-მდე ბენეფიციარსა და პერსონალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმში მიზნობრივი კვლევების ფარგლებში მოხუცებულთა თავშესაფრის 100-მდე ბინადარს და პერსონალს ჩაუტარდა ტესტი, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გამოკვლეული იქნება ასევე ფსიქიური პრობლემების მქონე მოხუცთა თავშესაფარიც.
„მიზნობრივი კვლევები სავალდებულო ხასიათს მიიღებს და რისკჯგუფებს ტესტირება 14 დღეში ერთხელ ჩაუტარდებათ, მალე დავიწყებთ ფარმაცევტების, სუპერმარკეტებისა და სხვა ჯგუფების გამოკვლევასაც“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
აჭარაში კორონავირუსზე ტესტი სულ 7 200 მოქალაქეს ჩაუტარდა.