ბათუმში მოხუცებულთა თავშესაფრის 100-მდე ბენეფიციარსა და პერსონალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

11:21, 11.05.2020

ბათუმში მიზნობრივი კვლევების ფარგლებში მოხუცებულთა თავშესაფრის 100-მდე ბინადარს და პერსონალს ჩაუტარდა ტესტი, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გამოკვლეული იქნება ასევე ფსიქიური პრობლემების მქონე მოხუცთა თავშესაფარიც.

„მიზნობრივი კვლევები სავალდებულო ხასიათს მიიღებს და რისკჯგუფებს ტესტირება 14 დღეში ერთხელ ჩაუტარდებათ, მალე დავიწყებთ ფარმაცევტების, სუპერმარკეტებისა და სხვა ჯგუფების გამოკვლევასაც“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარაში კორონავირუსზე ტესტი სულ 7 200 მოქალაქეს ჩაუტარდა.

მსგავსი