ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მისვლას მოითხოვენ
ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მისვლას მოითხოვენ.
ევროპის მოედანზე, სადაც ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის განაჩენთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს, ეკრანი დაამონტაჟეს და შეკრებილები თბილისში მიმდინარე აქციას თვალს ადევნებენ.
ბათუმის აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ვიდრე დედაქალაქში აქცია გრძელდება, ისინი არ დაიშლებიან.