ბათუმში მაშველებმა ახალგაზრდა ქალი და მისი ძაღლი გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში, ზღვის ნაპირზე ბეტონის ფილაზე მოქალაქე ძაღლთან ერთად იყო შემორჩენილი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უმოკლეს დროში გამოცხადდნენ და ახალგაზრდა ქალი, ოთხფეხა მეგობართან ერთად, უსაფრთხო ადგილზე სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით უვნებლად ამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.