ბათუმში მაშველებმა ახალგაზრდა ქალი და მისი ძაღლი გადაარჩინეს
ბათუმში მაშველებმა ახალგაზრდა ქალი და მისი ძაღლი გადაარჩინეს

ბათუმში მაშველებმა ახალგაზრდა ქალი და მისი ძაღლი გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში, ზღვის ნაპირზე ბეტონის ფილაზე მოქალაქე ძაღლთან ერთად იყო შემორჩენილი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უმოკლეს დროში გამოცხადდნენ და ახალგაზრდა ქალი, ოთხფეხა მეგობართან ერთად, უსაფრთხო ადგილზე სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით უვნებლად ამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.