ბათუმში მამა-შვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ბათუმში მამა-შვილის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავა. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, იგი 35 წლამდე მამაკაცია.
საქმე სს კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დაჭრილი მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის განცხადებით, მათ სხეულის ზედაპირზე მრავლობითი ჭრილობები აქვთ, თუმცა რუსუდან ქამადაძის თქმით, დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის.
ბათუმში, თამარის დასახლებაში მამა-შვილი გუშინ დაჭრეს.