ბათუმში მამა-შვილი დაჭრეს
ბათუმში მამა-შვილი დაჭრეს

ბათუმში, თამარის დასახლებაში მამა-შვილი დაჭრეს. დაჭრილები რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულებაში ადასტურებენ, რომ დაჭრილები მათთან იმყოფებიან, თუმცა კომენტარს მათი მდგომარეობის შესახებ არ აკეთებენ.

“დაჭრილების შესახებ ვერაფერს გეტყვით, საქმით სამართალდამცველები არიან დაინტერესებული, შესაბამისად გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, კომენტარს ვერ მოგცემთ”-განაცხადა მენეჯერმა თამარ მხატვარმა.

საავადმყოფოსთან შეკრებილი არიან დაჭრილების ახლობლები. ერთ-ერთი პირის განცხადებით, დაჭრა ცივი იარაღით მოხდა. მიზეზების შესახებ ისინი ვერ საუბრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მომხდარ დაჭრის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დადგენილია სავარაუდო დამნაშავე პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ დრომდე უცნობია თავდასხმის მიზეზები.