ბათუმი ცხელების კლინიკებში დღეს რესპირატორული ჩივილებით მოთავსებულ 37 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. ხვალ გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.
კლინიკა „მედალფაში“ რჩება მსუბუქ მდგომარეობაში მყოფი ორი ინფიცირებული.
ჯამში, აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ტესტი 21 900-ზე მეტ პირს ჩაუტარდა.
კარანტინში რჩება 1303 პირი, ხოლო საკარანტინო სივრცე 9181-მა მოქალაქემ დატოვა.