ბათუმში კორონავირუსი 37 პირს არ დაუდასტურდა

23:30, 01.07.2020

ბათუმი ცხელების კლინიკებში დღეს რესპირატორული ჩივილებით მოთავსებულ 37 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. ხვალ გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.

კლინიკა „მედალფაში“ რჩება მსუბუქ მდგომარეობაში მყოფი ორი ინფიცირებული.

ჯამში, აჭარაში კორონავირუსზეპისიარ“ტესტი 21 900-ზე მეტ პირს ჩაუტარდა.

კარანტინში რჩება 1303 პირი, ხოლო საკარანტინო სივრცე 9181-მა მოქალაქემ დატოვა.

მსგავსი