ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ აქციაზე დაკავებულთაგან ერთ პირს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ მიმდინარე აქციაზე გუშინ დაკავებულ ერთ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
დაკავებულ ლაშა ჩაჩხუნაშვილს ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობაში ედება.
კინოთეატრთან დაკავებული კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.
სამართალდამცველებმა გუშინ აქციაზე სამი მოქალაქე დააკავეს. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით დააკავეს.