ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ხუთი პაციენტის კვლევის პასუხი მიიღეს, მათგან ყველა უარყოფითია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ არც ერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ხუთი მოქალაქე საკარანტინო სივრციდან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ ღამით გადაიყვანეს.
ამასთან, კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და როგორც კლინიკაში ამბობენ, მსუბუქი ფორმებით რესპირატორული დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ.
ამასთან, აჭარაში, საკარანტინო სივრცეში 900 ადამიანზე მეტი რჩება.