გვიან ღამით ბათუმში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლული შუახნის მამაკაცი სანაპიროზე გამვლელმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა.
გარდაცვლილ მამაკაცს სავარაუდოდ, ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
მკვლელობის მოტივი და მიზეზი უცნობია.
შსს-ის ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული, მიმდინარეობს გამოძიება.