ბათუმში კორონავირუსი კიდევ 40 პირს არ დაუდასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დილით ცხელების ცენტრებში გადაყვანილი 40 პაციენტისგან აღებული ანალიზების პასუხი უკვე ცნობილია და ყველა მათგანი უარყოფითია.
ბათუმის ორ ლაბორატორიაში დღე-ღამის განმავლობაში 300-მდე ანალიზს იკვლევენ. ქალაქში მოქმედებს ცხელების სამი ცენტრი.