ბათუმში გამოკვლეულ 40 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

20:20, 01.05.2020

ბათუმში კორონავირუსი კიდევ 40 პირს არ დაუდასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დილით ცხელების ცენტრებში გადაყვანილი 40 პაციენტისგან აღებული ანალიზების პასუხი უკვე ცნობილია და ყველა მათგანი უარყოფითია.

ბათუმის ორ ლაბორატორიაში დღე-ღამის განმავლობაში 300-მდე ანალიზს იკვლევენ. ქალაქში მოქმედებს ცხელების სამი ცენტრი.

მსგავსი