ბათუმის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 24 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათ კლინიკებს რესპირატორული სიმპტომებით მიმართეს.
ჯამში აჭარაში „პისიარ“ ტესტი 17 200-ზემეტ მოქალაქეს ჩაუტარდა. ხვალ გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.
ბათუმის საკარანტინო ზონებში რჩება 1 092 მოქალაქე. კარანტინი უკვე დაასრულა 8 277-მა პირმა.