ბათუმში ფიდეს ახალ პრეზიდენტს ირჩევენ [ფოტო]
ბათუმში ფიდეს ახალ პრეზიდენტს ირჩევენ [ფოტო]

ბათუმში, საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე ) კონგრესი დაიწყო. გენერალურ ასამბლეაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ფიდეს და ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტები უნდა აირჩიონ. ევროპის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე, მშვიდი გარემო და ერთადერთი კანდიდატი, ქართველი დიდოსტატი – ზურაბ აზმაიფარაშვილია.

ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის მოქმედი და მომავალი პრეზიდენტია

რადიკალურად გასხვავებული სიტუაცია და დაძაბული გარემოა, მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე. პოსტის დასაკავებლად ბრძოლაში სამი კანდიდატი ჩაერთო: -პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ბერძენი – გეორგიოს მაკროპოლუსი; რუსეთში გამართული მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე -არკადი დვორკოვიჩი და ვეტერანი ინგლისელი მოჭადრაკე – ნაიჯელ შორტი. წიანსაარჩევნო კამპანიის პერიოდში, განსაკუთრებული აქტიურობით, პირველი ორი გამოირჩეოდა და მთავარ პრეტენდენტებადაც ისინი მოიაზრებოდნენ.

დღეს, ფიდეს გენერეალური ასამბლეა, ბათუმში ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და ერთერთმა კანდიდატმა – გეორგიოს მაკროპულოსმა გახსნა და ფაქტობრივად გაიმეორა იგივე, რაც ერთი დღით ადრე, პირველი არხის კორესპონდენტს განუცხადა – „პრეზიდენტობისთვის ბრძოლა, არათანაბარ პირობებში და უსამართლოდ მიმდინარეობს. ერთ-ერთი კანდიდატის მხარდასაჭერად, მისი სახელმწიფოს დიპლომატიური კორპუსები, სხვადასხვა ქვეყნების ფედერაციებს ხმის მიცემას აიძულებნ. ამ არჩევნებმა პოლიტიკური სახე მიიღო.“

მაკროპულოსის ბრალდებების მთავარი ადრესატი – არკადი დვორკოვიჩი

მაკროპულოსის ეს განცხადება, რა თქმა უნდა, რუს კანდიდატს ეხედბოდა. არკადი დვორკოვიჩის მხარდაჭერა უკვე ღიად დაასახელა რამდენიმე მნიშვნელოვანმა საერთაშორისო ფედერაციამ, მათ შორის ისეთებმაც, რომლბსაც ჭადრაკთან არანაირი საერთო არ აქვთ.

გეორგიოს მაკროპულოსი ერთ ხმას საქართველოსგან ელოდება

გეორგიოს მაკროპულოსმა „პირველ ართხან“ ასევე საქართველოზე და მის მიმართ ქართული საჭადრაკო სამყაროს მხარდაჭერაზეც და მესამე კანდიდატზე – ნაიჯელ შორტზეც ისაუბრა – „ ვიცი, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია მხარს მე მიჭერს და ამ პოზიციას არ შეიცვლის. ასევე ჩემი მხარდამჭერია ნაიჯელ შორტიც.“ – პარალელურად, გუშინვე გავრცელდა ხმები, რომ ნაიჯელ შორტმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, თუმცა ოფიციალურად ჯერ ეს არ დადასტურებულა.

ოფიციალურად ნაიჯელ შორტს ჯერ კანდიდატურა არ მოუხსნია

ფიდეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, ცნობილი დღეს საღამოს გახდება. კენჭისყრა გენერალურ ასამბლეაზე, განრიგის მიხედვით, ბოლო პუნქტადაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ რომ საარჩევნო კამპანიები, ბათუმში 43- საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნასთან ერთად დაიწყო. დარბაზის შესასვლელში სამივე კანდიდატს დაეთმო კუთხე, სადაც საკუტარი თავის რეკლამირება უნდა მოეხდინათ. მიკროპულოსმა ამ შემთხვევაში ორიგინალურ ხერხს მიმართა და საკუთარი სივრცე კონკურენტის, როგორც თავად მიიჩნევს, უსამართლო სარჩევნო კამპანიისადმი მიძღვნილ კარიკატურებს დაუთმო.