ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ ერთმანეთს შვიდი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მას სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ადგილზე აღმოუჩინა დახმარება. დაშავებულის კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ აღმოჩნდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზები.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.