ბათუმს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქალაქის ენერგომომარაგება დაზიანებული მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზიდან ეტაპობრივად ალტერნატიულ ხაზებზე გადართეს. დაზიანების აღმოსაფხვრელად კი, სამუშაოები გრძელდება.
ელექტროენერგია მთელ ბათუმში დაახლოებით ერთი საათით იყო გამორთული. მიზეზი ერგეს დასახლებაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანება გახდა. კომერციული ობიექტები გენერატორების საშუალებით მუშაობდა. ქალაქში შუქნიშნებიც გამორთული იყო.