მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანების გამო, ბათუმს ელექტროენერგია არ მიეწოდება 
მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანების გამო, ბათუმს ელექტროენერგია არ მიეწოდება 

ბათუმს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ქალაქში  ამ დროისთვის ბანკები, კლინიკები და სხვა ობიექტები გენერატორების მეშვეობით მუშაობს.

ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტამ გარკვეული პრობლემები ქუჩებში ავტოტრანსპორტის მოძრაობის მხრივაც შექმნა, რადგან შუქნიშნებიც გამორთულია.

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, დაზიანდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რომლითაც ქალაქი ელექტროენერგიით მარაგდება. დაზიანების ადგილზე სპეციალისტები უკვე მუშაობენ. რამდენ ხანში განახლდება ბათუმის ენერგომომარაგება, ჯერ უცნობია.