ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. ჩაკეტილია ჯავახიშვილის ქუჩა, სადაც სამშენებლო ობიექტის ბოლო სართულიდან სამშენებლო დეტალები ჩამოცვივდა. ადგილზე იმყოფება ქალაქის მერი.

„ამ დროისთვის ქარი ჩადგა, 15 შეტყობინება მივიღეთ ქალაქში, დაზიანებულია სახურავები, ლერმონტოვის ქუჩაზე წაიქცა ავტობუსების მოსაცდელი. გადავკეტეთ ჯავახიშვილის ქუჩა, რადგან მშენებარე კორპუსიდან ნარჩენები ცვივა და საერთოდ, მოვუწოდებ მოსახლეობას, სამშენებლო ობიექტებთან ფრთხილად იყვნენ“, – განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.

ამასთან, ორი ადამიანი დაშავდა ხახულის ქუჩაზე კერძო სახლიდან გადმოვარდნის შედეგად. ერთმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მეორე კი მცირედი დაჟეჟილობით სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.