ბათუმში, ასათიანის N43-ში ბარაკული ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისთვის, ოთხი სახანძრო ავტომანქანაა მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ.