ბათუმში, ბარაკული ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

15:06, 05.02.2018

ბათუმში, ასათიანის N43-ში ბარაკული ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისთვის, ოთხი სახანძრო ავტომანქანაა მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ.

 

მსგავსი