ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ხიმშიაშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი სავარაუდოდ ქვეითად მოსიარულე გამვლელი იყო.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.
ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.