ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

00:11, 20.05.2021

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ხიმშიაშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი სავარაუდოდ ქვეითად მოსიარულე გამვლელი იყო.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.

ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

მსგავსი