ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მას დაზიანება გულმკერდის არეში აღენიშნება.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება.