ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხით მოსიარულე დაშავდა

19:05, 20.01.2019

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მას დაზიანება გულმკერდის არეში აღენიშნება.

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი