ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს შეეჯახა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ბაგრატიონისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაზე მოხდა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.