ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. აეროპორტის გზატკეცილზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა BMC-ში გადაიყვანა. მედიკოსთა ინფორმაცით, მოქალაქეებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.