ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა

14:15, 02.10.2020

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. აეროპორტის გზატკეცილზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა BMC-ში გადაიყვანა. მედიკოსთა ინფორმაცით, მოქალაქეებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი