ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს
ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს

ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობა სულიკო თებიძეს წარადგენს, რომელიც პარტიული სიის პირველი ნომერი იყო. მას სავარაუდოდ, უმრავლესობის ყველა წევრი დაუჭერს მხარს. ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს.

დღესვე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს და მუდმივმოქმედი კომისიების ხელმძღვანელებსაც დაამტკიცებენ.

საკრებულოს პირველი სხდომები პარალელურად აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.