ბათუმში, კობალაძის N8-ში მდებარე მრავალსართულიან კორპუსში სამგზავრო ლიფტის კაბინა ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან კაბინაში არავინ იმყოფებოდა.
ლიფტის ჩამოვარდნა სავარაუდოდ ბაგირის გაწყვეტამ გამოიწვია. ადგილზე მივიდნენ სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები, თუმცა მათი დახმარება საჭირო არ ღმოჩნდა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. მომხდარ ფაქტს შსს სსკ-ის 187-ე მუხლით იძიებს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. გამოძიება დაადგენს, რა გახდა ახალაშენებულ კორპუსში ლიფტის ჩამოვარდნის მიზეზი.