ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს მოთავსებულ 39 პირს, რომლებმაც კლინიკებს რესპირატორული ჩივილებით მიმართეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
ხვალ გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი რეგიონში უკვე ჩაუტარდა 19 150-ზე მეტ პირს. კარანტინში რჩება 1048 პირი. იზოლაციის სივრცეები უკვე დატოვა 8725-მა მოქალაქემ.