ბათუმში 39 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

22:57, 25.06.2020

ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს მოთავსებულ 39 პირს, რომლებმაც კლინიკებს რესპირატორული ჩივილებით მიმართეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

ხვალ გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კორონავირუსზეპისიარ“ ტესტი რეგიონში უკვე ჩაუტარდა 19 150-ზე მეტ პირს. კარანტინში რჩება 1048 პირი. იზოლაციის სივრცეები უკვე დატოვა 8725-მა მოქალაქემ.

მსგავსი