ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს მოთავსებული 37 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. კლინიკებს მათ რესპირატორული ჩივილებით მიმართეს, შესაბამისად ყველა მათგანს ტესტი ჩაუტარდა.
ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგებიც. რისკ-ჯგუფებისა და იმ მოქალაქეების კვლევა, რომლებიც საკარანტინო ზონებს ტოვებენ, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ 30 აპრილის შემდეგ აჭარაში ინფიცირების შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა.
აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 16 800_მდე პირს. კარანტინში რჩება 1087 პირი. იზოლაციის სივრცე დატოვა 8217-მა მოქალაქემ.