ბათუმში 37 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

23:28, 18.06.2020

ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს მოთავსებული 37 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. კლინიკებს მათ რესპირატორული ჩივილებით მიმართეს, შესაბამისად ყველა მათგანს ტესტი ჩაუტარდა.

ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგებიც. რისკ-ჯგუფებისა და იმ მოქალაქეების კვლევა, რომლებიც საკარანტინო ზონებს ტოვებენ, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ 30 აპრილის შემდეგ აჭარაში ინფიცირების შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა.

აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 16 800_მდე პირს. კარანტინში რჩება 1087 პირი. იზოლაციის სივრცე დატოვა 8217-მა მოქალაქემ.

მსგავსი