ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ დღეს გადაყვანილ არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 33-მა პირმა კლინიკებს სხვადასხვა რესპირატორული ჩივილით მიმართა. 33-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია.
ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.
აჭარაში კორონავირუსზე ტესტი 11700-მდე პირს ჩაუტარდა. ინფიცირების ახალი შემთხვევა 30 აპრილის შემდეგ არ დაფიქსირებულა.