ბათუმში 33 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმში 33 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ დღეს გადაყვანილ არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 33-მა პირმა კლინიკებს სხვადასხვა რესპირატორული ჩივილით მიმართა. 33-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია.

ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.

აჭარაში კორონავირუსზე ტესტი 11700-მდე პირს ჩაუტარდა. ინფიცირების ახალი შემთხვევა 30 აპრილის შემდეგ არ დაფიქსირებულა.