„ბათუმობა 2019“-ის ფარგლებში ბათუმის ბულვარში გალაკონცერტი მიმდინარეობს
„ბათუმობა 2019“ გრანდიოზული გალაკონცერტით დასრულდება. წელს მთავარი სანახაობის ადგილად ბულვარის კოლონადები შეირჩა, სადაც მოეწყო სცენა და დაიდგა სკამები მაყურებლებისთვის, თუმცა მაყურებელთა რაოდენობა გაცილებით მეტია.
კონცერტი ამ წუთებში მიმდინარეობს და მასში ცნობილი ქართველი შემსრულებლები მონაწილეობენ.
მაყურებლის წინაშე წარდგებიან ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ლაშა ღლონტი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე, ვაჟა ტუღუში, სტეფანე მღებრიშვილი, ზვიად ბოლქვაძე, სოფო ბათილაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, თამუნა მიქელაძე, ირაკლი კახიძე, სულხან ჯაიანი, ოთარ ნაკაშიძე, ლუკა ზაქარიაძე, ნინა სუბლატი, თამარ ივერი, თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, ნიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, აჩიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, გიორგი ცაგარელი, გია ნიკოლაძე, სოფო ხალვაში, დათო ევგენიძე.
კონცერტი თითქმის ორ საათს გაგრძელდება, რის შემდეგაც ბათუმობის აღნიშვნა ფოიერვერკით დასრულდება.