ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ
ბათუმში დღეს იმ თურქული კომპანიის მუშები გაიფიცნენ, რომელიც ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს.
აქციის მონაწილეები სამუშაო დროის გაზრდას აპროტესტებენ და ხელფასების მომატებას მოითხოვენ.
„ვმუშაობდით 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, დასვენების დღის გარეშე. ახლა სამსახურში გამოცხადება 07:00 საათიდან მოითხოვეს, ფაქტობრივად, სამსახურში ცხოვრებას გვთხოვენ გროშების ფასად“, -აცხადებს აქციის მონაწილე ედიშერ მუთიძე.
კომპანია „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თოჯარეთის“ საქართველოს ფილიალში დასაქმებული აქციის მონაწილეები შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ და გზების დეპარტამენტისგან დახმარებას ითხოვენ.