ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

10:47, 04.05.2018

ბათუმში დღეს იმ თურქული კომპანიის მუშები გაიფიცნენ, რომელიც ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს.

აქციის მონაწილეები სამუშაო დროის გაზრდას აპროტესტებენ და ხელფასების მომატებას მოითხოვენ.

„ვმუშაობდით 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, დასვენების დღის გარეშე. ახლა სამსახურში გამოცხადება 07:00 საათიდან მოითხოვეს, ფაქტობრივად, სამსახურში ცხოვრებას გვთხოვენ გროშების ფასად“, -აცხადებს აქციის მონაწილე ედიშერ მუთიძე.

კომპანია „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თოჯარეთის“ საქართველოს ფილიალში დასაქმებული აქციის მონაწილეები შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ და გზების დეპარტამენტისგან დახმარებას ითხოვენ.

 

მსგავსი