ბათუმის საზღვაო აკადემიასა და ბრიტანეთის სანაოსნო სასწავლებელს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ბათუმის საზღვაო აკადემიასა და ბრიტანეთის სანაოსნო სასწავლებელს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ბათუმის საზღვაო აკადემიასა და დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ცნობილ სანაოსნო სასწავლებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, საზღვაო სასწავლებლები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და ერთობლივ პროექტებზე იმუშავებენ, ასევე განხორციელდება გაცვლითი პროგრამებიც.

სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის დაწყებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და კოლეჯის ხელმძღვანელობა 2020 წლის იანვარში, ლონდონში, განათლების მსოფლიო ფორუმზე შეთანხმდნენ.

როგორც ღონისძიებაზე განაცხადეს, კოლეჯთან – Portsmouth თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში პროფესიული საზღვაო განათლების განვითარების კუთხით.

ამასთან, საუბარი შეეხო ფოთის პროფესიული საზღვაო სასწავლებელსაც, რომელიც სტუდენტების პირველ ნაკადს 2021 წელს მიიღებს.