ფოთის ყოფილ ჰიდროტექნიკუმის შენობაში ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება
ფოთის ყოფილ ჰიდროტექნიკუმის შენობაში ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება

ფოთის მერიასა და ბათუმის საზღვაო აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ფოთის ყოფილ ჰიდროტექნიკუმის შენობაში, ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი დაიწყებს ფუნქციონირებას.

„ყოფილი ჰიდროტექნიკუმის შენობა წლების განმავლობაში იყო საგანმანათლებლო კერა. აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ახლა სავალალო მდგომარეობაშია. საბჭოთა პერიოდში იქ იყო სასწავლებელი, სადაც 1500-მდე მოსწავლე სწავლობდა. ბათუმის საზღვაო აკადემიასთან გავაფორმეთ მემორანდუმი, რათა მოხდეს ამ შენობის რეაბილიტაცია და მოეწყოს იქ პროფესიული საზღვაო სასწავლებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის თქმით, როდესაც ფოთს აქვს ყველაზე დიდი ნავსადგური, ასევე რეგიონში არის ყულევის ნავსადგური და მომავალში შენდება ანაკლიის პორტი, პროფსიული კადრების აღზრდა მნიშვნელოვანია.

წინასწარი ინფორმაციით, ფოთში საზღვაო სასწავლებელი 2020 წლისთვის დაიწყებს ფუნქციონირებას.