ბათუმის „სათნოების სავანეში“ 25 ხანდაზმული და ათი თანამშრომელი დაინფიცირდა
საპატრიარქოსთან მოქმედ ბათუმის „სათნოების სავანეში“ 25 ხანდაზმული და ათი თანამშრომელი დაინფიცირდა.
სავანის დირექტორის, დეკანოზ იოანე ბარამიძის განცხადებით, კიდევ ხუთი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან.
„ჩვენი 25 ბენეფიციარი დაინფიცირდა, ველოდებით კიდევ ხუთი ხანდაზმულის ანალიზების პასუხებს, ინფიცირებულია ჩვენი ათი თანამშრომელიც. ყველა მოხუცი კლინიკაშია გადაყვანილი, თანამშრომლები კი – კოვიდსასტუმროებში“, – განაცხადა დეკანოზმა.
შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.