ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 19,27 პროცენტს შეადგენს
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის 12:00 საათის მონაცემებით, 27 733-მა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი გააკეთა, რაც საერთო რაოდენობის 19,27 პროცენტს შეადგენს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, განსაკუთრებული ხალხმრავლობაა მე-13 საარჩევნო უბანზე.
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის სამი საჩივარია შესული.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.