ბათუმის სანაპიროზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძე ავრცელებს.
ეს იანვარში ზღვის ძუძუმწოვრის გამორიყვის მეორე შემთხვევაა. კიდევ ერთი მკვდარი დელფინი ბათუმის სანაპიროზე რამდენიმე დღის წინ დააფიქსირეს.
ამ ეტაპისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტში დელფინებში რაიმე სახის ინფექციური დაავადების არსებობას არ ვარაუდობენ.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა ძლიერ შტორმს უნდა უკავშირდებოდეს“, – აცხადებს არჩილ გუჩმანიძე.