ქობულეთში მაშველებმა დელფინი გადაარჩინეს [ვიდეო]

ქობულეთში მეხანძრე-მაშველებმა ზღვის სანაპიროსთან დელფინი გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ცხოველი იმ დროს შენიშნეს, როდესაც ის სანაპიროსთან ახლოს წყალმცენარეებიდან და ბადიდან გათავისუფლებას ცდილობდა.

„სამაშველო კატარღის დახმარებით მაშველებმა დელფინი ბადიდან გამოათავისუფლეს და ზღვაში, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უსაფრთხო არეალში გაუშვეს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.